The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი კიზირია

ირაკლი კიზირია
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენში" უფროს ინჟინრად; 1971-1979წწ. საშენ მასალათა სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1979-1991წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მარნეულის სახლსაშენი კომბინატის დირექტორად; 1991-1999წწ. იყო მარნეულის გამგებლის პირველი მოადგილე; 1999 წლიდან - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის "საქტრანსგაზის" დაგეგმარებისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი, შემდგომ კი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი; მონაწილეობდა ქვემო ქართლის რეგიონში (რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის) მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, ასევე, საჩხერის რაიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ახალდასახლებებისა და სხვა სამოქალაქო-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; არის საქართველოში რაგბის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი; წლების მანძილზე რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი; საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი; ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი; აქვს არაერთი სახელმწიფო და სპორტული ჯილდოები. არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.299-300; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.289

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • ღირსების მედალი
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: