შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასკალონ მაგრაქველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1928 წელს სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. აქედან იგი მიიწვიეს რუსთაველის თეატრში. 1932 წელს მას დიდი წარმატება ხვდა ს. ახმეტელის სპექტაკლში "თეთნულდი", სადაც თამაშობდა ბაქირმის როლს. ა. მაგრაქველიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა ფოთის (1933-1948), სოხუმის (1948-1958) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ერემია წარბა (გ. წერეთლის "სამი სიცოცხლე"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ურიელი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ოთარ ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ტარიელ გოლუა (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ოსმან ალა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე") და სხვა. 1959 წელს ა. მაგრაქველიძე საქართველოს ფილარმონიაში იწყებს მუშაობას. იგი მაყურებლის წინაშე წარსდგა, როგორც მკითხველი-მსახიობი. იყო ქართული მუსიკის, თეატრალური ხელოვნების, ლიტერატურის დაუღალავი პროპაგანდისტი. საინტერესო იყო მისი მუსიკალურ-ლიტარატურული კომპოზიციები: "ერის მამა - ილია ჭავჭავაძე", "ვაჟა-ფშაველა", "მწერალი და პედაგოგო იაკობ გოგებაშვილი", "გალაკტიონ ტაბიძე", "კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი", "ვანო სარაჯიშვილი", "მამულო, სიცოცხლეო" და სხვები. წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1992.-გვ.47-48 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |