The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ქუთათელაძე

ქეთევან ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:1960  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1982 წელს და საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტი ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრატურა სპეციალიბით "პროექტების მენეჯმენტი" 2007 წელს. 

1982-1983წწ.  მუშაობდა სპი-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე ტექნიკოსად, კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1983-1991წწ. იყო ხელმძღვანელ კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე; 1991-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების კათედრაზე ლაბორანტად მუშაობდა; 1992-2006წწ.  რკინიგზის ტრანსპორტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრაზე ჯერ ასისტენტი, შემდეგ კი მეცნიერ-თანამშრომელი იყო; 1996-2004წწ ასრულებდა  ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობას სოციალურ საკითხებში, საიდანაც ის საკუთარი განცხადებს საფუძველზე განთავისუფლდა. 2004-2006წწ. იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პროფესიული კავშირის ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციული მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია; 2009 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოც.პროფესორი, ბიზნესის ადნიმისტრირების საბაკალავრო პროგრამის ოპერაციათა მენეჯმენტის მოდულის ხელმძღვანელია. პარალელურად, 2012 წლიდან  დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის  მენეჯმენტის მიმართულების სრული პროფესორის თანამდებობა უკავია. ინჟინერ-სისტემოტექნიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2006), აკადემიური დოქტორი. 

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.165-167; დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პორტალი: eta.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "ლიდერები დემოკრატიზაციისათვის", დამფუძნებელი
  • მასწავლებელთა განვითარების ფონდი, დამფუძნებელი
  • სამოქალაქო ინტეგრაციის საერთაშორისო ფონდი, გამგეობის წევრი
  • საქართველოს ქალთა საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: