| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1982 წელს; საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტი ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრატურა სპეციალიბით "პროექტების მენეჯმენტი" 2007 წელს. 1982-1983წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ტექნიკოსი, კომკავშირის კომიტეტის მდივნი; 1983-1991წწ. იყო ხელმძღვანელ კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე; 1991-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხიდებისა და გვირაბების კათედრა, ლაბორანტი; 1992-2006წწ. რკინიგზის ტრანსპორტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრა, ასისტენტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-2004წწ. ქ. თბილისის მერია, ვაკის რაიონის გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ საკითხებში, გამგებლის მოადგილე სოციალურ საკითხებში; 2004-2006წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პროფესიული კავშირი, ვაკის რაიონული ორგანიზაცია, თავმჯდომარე; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციული მენეჯმენტის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადნიმისტრირების საბაკალავრო პროგრამის ოპერაციათა მენეჯმენტის მოდულის ხელმძღვანელი; 2014-2019წწ. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი; 2019-2025წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2021 წლიდან ენერგეტიკის ფაკულტეტი, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, დეკანი; "საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის" მრჩეველთა საბჭოს წევრი (ნოემბერი, 2025 წელი); საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური რეფერირებადი ჟურნალის "ენერგია" სარედაქციო საბჭოს წევრი; ინჟინერ-სისტემოტექნიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2006), აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.165-167; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

