შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი კიკაჩეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სპეციალობით 1951 წელს. 1964-1966წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგიპროშახტში" და "საქქალაქმშენპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, "საქქალაქმშენპროექტში" - განყოფილების უფროსად; 1966-1971წწ. საქართველოს ენერგეტიკის ს/კ ინსტიტუტში - უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1978-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის დოცენტი, საპროექტო ინსტიტუტ "საქსახკომუნმშენპროექტის" დირექტორი; 1982-2000წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრას; წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაციის მის მიერ შემუშავებულმა მეთოდმა დიდი პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა რიგ საპროექტო ინსტიტუტებში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტების დამუშავებაში; მას ეკუთვნის საქართველოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მეცნიერული და საინჟინრო პრობლემების გადაწყვეტა; პროფესორი, ბიზნეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; გამოქვეყნებული ჰქონდა 65-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.300; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |