The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიდა კოჩინაშვილი-გულისაშვილი

დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1902
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1980  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის გ. პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის სამრეწველო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი.

1928-1929 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ასისტენტი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში ჯერ ასისტენტად, ხოლო შემდეგ კითხულობდა ლექციების კურსს ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. 1933 წელს დაინიშნა ორგანული ტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1939-1976 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის დოცენტი. იგი იყო საქართველოში პირველი კანდიდატი ქალი, რომელსაც მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ სპეციალობაში.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.224

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: