| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიდა კოჩინაშვილი-გულისაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის გ. პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის სამრეწველო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი. 1928-1929 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ასისტენტი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში ჯერ ასისტენტად, ხოლო შემდეგ კითხულობდა ლექციების კურსს ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. 1933 წელს დაინიშნა ორგანული ტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1939-1976 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის დოცენტი. იგი იყო საქართველოში პირველი კანდიდატი ქალი, რომელსაც მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ სპეციალობაში. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.224 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

