შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ გაბაშვილი-მაყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თავისი დედის, ეკატერინე გაბაშვილის მიერ გახსნილ სკოლაში, სადაც ხელმოკლე ბავშვებს ასწავლიდა ქართულს, რუსულს, არითმეტიკას. 1900 წელს დაქორწინდა კოტე მაყაშვილზე. მისი ორი შვილი, მარო და შალვა მაყაშვილები იბრძოდნენ კოჯორთან 1921 წელს, მეთერთმეტე არმიის ნაწილების წინააღმდეგ. საბავშვო მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილი, პოეტ კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილის მეუღლე, საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის დედა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.93
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |