The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მაჭავარიანი

დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 1993  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა საქართველოში მეცნიერული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ ალექსანდრე მაჭავარიანისა და პირველი ქართველი აგრონომი ქალის, ეკატერინე ჯანდიერის ოჯახში. გიორგი მაჭავარიანი თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიის კათედრაზე. ეწოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1958), დოცენტი (1976).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.257


გააზიარე: