The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფორე მოსულიშვილი

ფორე მოსულიშვილი
ოფიციალური სახელი:ქრისტეფორე მოსულიშვილი
სხვა სახელი:მარშალო
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1944  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. არონა, ჩრდილოეთ იტალია
კატეგორია:სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობაში, შემდეგ დაამთავრა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.

1939 წლიდან იყო წითელ არმიაში; მეორე მსოფლიო ომის დროს დაიჭრა და გერმანელებმა დაატყვევეს; 1941-1943წწ. პოლონეთში, კრუშინოს ტყვეთა ბანაკშია, 1943 წლის ბოლოს საფრანგეთში, ხოლო 1944 წელს ჩრდილოეთ იტალიაში, ნოვარას პროვინციაში,  გადაიყვანეს. ტყვეთა ბანაკში სხვა ქართველებიც იყვნენ. ფორემ და 70-მდე ქართველმა ბანაკიდან გაქცევა მოახერხეს და იტალიელ პარტიზანებს (ედო დელგატოს რაზმს) შეუერთდნენ. მოსულიშვილი მეთაურობდა ბატალიონ "Pepino"-ს, რომელშიც მასთან ერთად 27 სხვა ქართველი პარტიზანი იბრძოდა. რამოდენიმე წარმატებული ოპერაციის შემდეგ, 1944 წლის 3 დეკემბერს, სოფელ კოლონიასთან პარტიზანები გერმანელთა ალყაში მოხვდნენ (ფორეს გარდა იტალიელები და 6 ქართველი). მან მეთაურობა დაიბრალა და თავი მოიკლა, რითაც 16 პარტიზანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. 1970  წელს მიენიჭა იტალიის უმაღლესი ჯილდო, ოქროს მედალი (სიკვდილის შემდგომ) "მხედრული მამაცობისათვის" (d’Oro al Valor Militare alla Memoria). მისი სახელის ქუჩა არის იტალიაშიც და საქართველოშიც; 1979 წელს რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო ფილმი "ალპური ვარსკვლავი", რომელიც ეძღვნება მოსულიშვილის ხსოვნას. 1987 წლის 20 სექტემბერს, მაჯორეს ტბის ნაპირას ქ. ბელჯიხატეს ტერიტორიაზე, იქ სადაც, 1944 წლის 3 დეკემბერს გაიმართა საბედისწერო ბრძოლა, საზეიმოდ გაიხსნა ფორე მოსულიშვილის მემორიალური მუზეუმი. მაჩხაანში არის მისი მუზეუმი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.256

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საბჭოთა კავშირის გმირი (სიკვდილის შემდგომ)

გააზიარე: