Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მეჰმეთ საით ფაშა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სტამბოლი. დაიბადა სახელმწიფო მოხელის ოჯახში. ქართული წარმოშობის (გურჯი) მამამისი, მეჰმეთ ჩელები, საფრანგეთში ოსმალეთის ელჩი იყო. მამამისის ელჩობის დროს მეჰმეთ საით ფაშა საფრანგეთში ცხოვრობდა. საფრანგეთიდან ოსმალეთში დაბრუნების შემდეგ, 1727 წელს, იბრაჰიმ მუტეფერიკთან ერთად ოსმალეთში პირველი გამომცემლობა დააარსა. მეჰმეთ საით ფაშა დასავლური განათლების მქონე ოსმალეთის მოხელე იყო. 1730-1738წწ. იყო ოსმალეთის ელჩის რუსეთსა და შვედეთში; 1739 წელს ოსმალეთის სახელით ხელი მოაწერა ავსტრიასთან გაფორმებულ ბელგრადის ხელშეკრულებას; 1739 წელს დაინიშნა საფრანგეთში ოსმალეთის ელჩის თანამდებობაზე; 1742 წელს სტამბოლში დაბრუნდა; 1742-1755წწ. სტამბოლში, სადრაზამის (პრემიერ მინისტრი) აპარატში მაღალ პოსტებზე მუშაობდა; 1755 წელს სადრაზამის თანამდებობაზე დაინიშნა; 1756-1961წწ. ადანას, კარამანის, მარაშის ილჩეების ვალი (მმართველი) იყო. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |