Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მელანია მეძმარიაშვილი-გველესიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა წმინდა ნინოს სასწავლებელი ოქროს მედალზე. 18 წლისამ დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა ცნობილი ქართველი მოღვაწის, იოსებ ოცხელის მიერ გახსნილ მოსამზადებელ სკოლაში, ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობასაც. მისი თაოსნობით და აქტიური მონაწილეობით იმართებოდა საქველმოქმედო საღამოები და თეატრალური წარმოდგენები, გახსნა საფეიქრო სკოლა გეგუთში, რეგულარულად აწყობდა სახალხო სეირნობებს, სხვადასხვა სანახაობებებს, აფართოებდა საბიბლიოთეკო ქსელს, ავრცელებდა წიგნებს. ქუთაისში დააარსა კარგად აღჭურვილი სტამბა, სადაც იბეჭდებოდა ქართული სახელმძღვანელოები. 1915-1917 წლებში აქტიურად მუშაობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში და მონაწილეობდა ქუთაისის მუზეუმის შექმნაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. 1919 წლიდან მუშაობდა "დედათა და ბავშვთა დაცვის საზოგადოებაში" და სხვა საბავშვო დაწესებულებებში. ქველმოქმედი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.269
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |