The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთი მელუა

ქეთი მელუა
ოფიციალური სახელი:ქეთევან მელუა
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1984  (39 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ადრეული ბავშვობა მშობლებთან, ძმასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი ბათუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. 1993 წელს ქეთის მამამ მოწვევა მიიღო ჩრდილოეთ ირლანდიის, ქალაქ ბელფასტის, ერთერთი კარდიოლოგიური კლინიკიდან და, იმავე წელს, ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრა. 

ქეთიმ წარმატებით დაამთავრა ბელფასტის წმინდა კეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი. 1998 წელს ოჯახთან ერთად ინგლისის ქალაქ - რედჰილში გადასახლდა; 2000 წელს 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ტალანტების სატელევიზიო კონკურსში "Stars Up Their Noise" და "Bedfinger"-ის სიმღერით "Without You" გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებამ ქეთის მომავალი გადაწყვიტა. 17 წლის ასაკში ის ბრიტანეთის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში შევიდა. ერთხელ, ამ სკოლას კომპოზიტორი და პროდიუსერი მაიკ ბეტი ეწვია, რომელიც ჯაზისა და ბლუზის შემსრულებელ ახალგაზრდას ეძებდა. მოსმენაზე ქეთიმ შეასრულა "Faraway Voice" და გამოცდილმა კომპოზიტორმა მაშინვე იგრძნო რაღაც განსაკუთრებული ამ გოგონაში. ძალიან მალე მელუამ ხელი მოაწერა კონტრაქტს მაიკ ბეტთან, თუმცა ალბომის ჩაწერაზე მუშაობის დაწყებამდე, სწავლა უნდა დაემთავრებინა. 2003 წლის ზაფხულში კი პროდიუსერთან ერთად სადებიუტო ალბომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში გამოვიდა ალბომი "Call Off The Search", რომელიც 2004 წლის იანვრისთვის ბრიტანული ჰიტ-პარადების სათავეში იდგა და ამ მწვერვალზე 6 კვირა დაჰყო. გამოსვლიდან 5 თვის შემდეგ, უკვე გაყიდული იყო ალბომის 1.8 მილიონი ასლი და 2004 წელს მელუა აღიარეს ყველაზე გაყიდვად ქალ შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. 19 წლის ქეთი ერთერთ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ თვით ინგლისის დედოფალს წარუდგინეს. წარმატებული დებიუტის შემდეგ, 2005 წლის სექტემბერში გამოვიდა მეორე ალბომი "Peace by Peace", რომელიც მაშინვე გაყიდვების ლიდერი გახდა.  ამსტერდამელმა სელექციონერებმა ქეთი მელუას სახელობის ტიტა გამოიყვანეს, რომელსაც "Tulipa Katie Melua" უწოდეს. 2007 წელს გამოვიდა მელუას მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით "Pictures", რომელიც ქეთი მელუასა და მაიკ ბეტის უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევარია. მესამე ალბომმაც დიდი წარმატება ჰპოვა და გამოსვლიდან 8 თვის შემდეგ გაყიდული იყო 1.5 მილიონი ასლი. 450.000 ასლის გაყიდვის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ალბომმა პლატინის ხარისხი მოიპოვა და 2007 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად დისკად იქცა. 2006 წელს ქეთი მელუა შეიყვანეს "გინესის რეკორდების წიგნში" ზღვის დონიდან ყველაზე ღრმად კონცერტის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა მუსიკალურმა ბენდმა ჩრდილოეთის ზღვაში მდგარ გაზის ჭაბურღილზე, 303 მეტრით ზღვის ქვეშ მდებარე შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარა. 2005 წელს გერმანიაში გადასცეს "ECHO Award"-ის ჯილდო ნომინაციაში - "საუკეთესო ახალი მომღერალი; 2006 წელს მისი სახელი ფიგურირებდა "Brit Awards"-ის ორ ნომინაციაში, "Edison Award"-ით დაჯილდოვდა ჰოლანდიაში და აღიარებულ იქნა საუკეთესო უცხოელ შემსრულებლად. 2007 წლის ივნისში გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "Concert Under The Sea". 
წყარო: 94melua.blogspot.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: