The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა მაღლაკელიძე

შალვა მაღლაკელიძე
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:1976  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიხაშხომი, ვანის რაიონი.

დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი.

იყო ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს მთავრობაში; 1919-1920წწ. იყო თბილისის გენერალ-გუბერნატორი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან, ემიგრაციაშია. ჯერ ლატვიაში, რიგაში, სადაც 1929 წელს  ჩამოაყალიბა "კავკასიური საზოგადოება", ხოლო 1933 წელს – "ლატვიის ქართული საზოგადოება". ინტენსიური კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში. მთავარი დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო თეთრი გიორგის ორგანიზაციისა (1925-1945წწ.) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისა (1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა; 1942-1943წწ. არჩეული იყო ბერლინში "ქართული ეროვნული კომიტეტის" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად. ომის პერიოდში მაღლაკელიძე  გენერალ მიხეილ წულუკიძესთან და  პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანისთან ერთად მესამე რეიხის ქართულ ლეგიონს (გერმ.: Georgische Legion)  მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ 1941 წელს ჩამოყალიბდა. ლეგიონში იბრძოდა 30,000 საქართველოდან დევნილი ემიგრანტი ქართველი, ისინი გადანაწილებულნი იყვნენ: ვერმახტის, აბვერის და სს-ის ქვედანაყოფებში, ხოლო მათ საბოლოო მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბოლშევიზმისგან განთავისუფლება. სულ იყო 12 საველე ბატალიონი, არსებობდა ქართული SS-იც. 1944 წელს მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება; 1943 წელს მაღლაკელიძის ნაწილები უკვე კავკასიონთან იმყოფებოდნენ და მათ საქართველოსგან 500 მეტრი აშორებდათ. მაღლაკელიძის საქართველოში შემოსვლისთანავე კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოეცხადებინათ. გერმანელებმა საბჭოთა ჯარის დამარცხება ვერ შეძლეს და ამ გეგმის აღსრულება ვერ მოხერხდა. მსოფლიო ომის შემდეგ შალვა მაღლაკელიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-1954წწ. იყო კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩეველი. 1954 წლის 26 იანვარს ვაჟთან, გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად, მიუნხენში დააფუძნა ორგანიზაცია "საზღვარგარეთ ქართველ მეომართა კავშირი". იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს, დაპატიმრებული იყო, მაგრამ შემდეგ საქართველოში დააბრუნეს საცხოვრებლად. 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში. ქართველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური.

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


გააზიარე: