The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ლოლუა

გიორგი ლოლუა
Date of birth:19 June, 1919
Date of death:21 December, 1990  (at 71 years)
Category:Engineer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ქვალონი, ხობის რაიონი.

1936 წელს დაამთავრა თბილისის 1 საშუალო სკოლა; 1941 წელს – საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი.

1941 წლის ზაფხულში მოხალისედ წავიდა ფრონტზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩავარდა ტყვედ, 1944 წელს ნაწილი, რომელშიც გიორგი ლოლუა ირიცხებოდა, გერმანელებმა ჩრდილოეთ იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, ის იტალიაში დარჩა, საიდანაც ემიგრანტებმა გამოიხსნეს, ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გადაგზავნეს. გიორგი ლოლუა კანადაში, ქალაქ ჰამილტონში დასახლდა და 33 წლის მანძილზე უდიდეს მეტალურგიულ ქარხანაში ერთ-ერთი საამქროს მთავარ ინჟინრად მუშაობდა, საიდანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით გააცილეს პენსიაში. ლექსების წერა ჯერ კიდევ საქართველოში დაიწყო. მისი ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება. 1941-1942 წლებში მისი რამდენიმე ლექსი გაზეთებში "კომუნისტსა" და "თბილისში" დაიბეჭდა. იბეჭდებოდა ქართულ ემიგრაციულ ჟურნალებში ("მამული", "ქართველი ერი", "ბედი ქართლისა") და გაზეთებში ("საქართველო" და სხვ.). 1939-1990 წლებში დაწერილი ლექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუამ საქართველოში გამოუგზავნა, თუმცა მათი ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოასწრო. მისმა პოეზიამ გრიგოლ რობაქიძისა და შალვა კობახიძის მაღალი შეფასება დაიმსახურა. კანადაში მოღვაწე ქართველი პოეტი, პროფესიით ინჟინერი. 

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.geka.buy-com.plქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 202; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.411


Share: