Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეო კერესელიძე![]()
Biographyდაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი პრივატ-დოცენტის ხარისხით. დაიბადა ცნობილი მოღვაწის მათე კერესელიძის და მარიამ ყანჩელის ოჯახში. მონაწილეობდა 1905 წლის ანტიიმპერიულ გამოსვლებში; სახელი გაითქვა თავდასხმებით რუსულ სამხედრო ნაწილებზე და დივერსიებით დუშეთსა და სოხუმში; შემდეგ ევროპაში ცხოვრობდა; 1910-იან წლებში ჩაბმული იყო ჟურნალისტიკაში; 1913-1914წწ. თანარედაქტორობდა ჟენევაში გამომავალ გაზეთს "თავისულფალი საქართველო", რომლის დამფუძნებელი მისი ძმა გიორგი კერესელიძე იყო. იმავე პერიოდში მეცნიერ მიხეილ წერეთელთან ერთად სათავეში ჩაუდგა "საქართველოს გათავისუფლების კომიტეტს", რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ბერლინში დაიდო ბინა. აქ კერესელიძე თანამშრომლობდა "ქართულ გაზეთში" და მონაწილეობდა "ქართული ლეგიონის" ჩამოყალიბებაში. ეს შენაერთი, რომელსაც სათავეში თვითონვე ჩაუდგა, განთავსებულ იქნა ოსმალეთ-რუსეთის კავკასიის ფრონტზე. იგი მოქმედებდა როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიის და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ. კერესელიძემ ლეგიონი ლაზებით და მაჰმადიანი ქართველებით შეავსო და განახორციელა რამდენიმე რეიდი აჭარაში, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რუსულ კომუნიკაციებს ბათუმის მისადგომებთან. მოგვიანებით, ოსმალეთის სარდლობასთან უთანხმოების გამო ლეგიონი ფაქტიურად დაშალეს, მაგრამ კერესელიძე განაგრძობდა დივერსიული აქტების მოწყობას რუსეთის არმიის წინააღმდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში, 1918 წლის მაისში, იგი ბერლინში იმყოფებოდა. მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობა მიიღო ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კერესელიძე ემიგრაციაში წავიდა. მისი ძმა, იასონი, საქართველოში დარჩა და იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი. იგი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად 1923 წელს დახვრიტეს. საქართველოდან წასვლის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა გერმანიაში. 1924 წელს პარიზში, შალვა ბერიძეთან, მიხაკო წერეთელთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი", რომლის მთავარი მდივანი თვითონვე იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1942 წელს მონაწილეობა მიიღო ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის შექმნაში. 1944 წელს იგი ნაღმის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. ინგლისელმა მწერალმა, ჰაროლდ კორტენეი არმსტრონგმა (Harold Courtenay Armstrong), ლეო კერესელიძის მოღვაწეობას მიუძღვნა ბიოგრაფიული რომანი "უსასრულო ბრძოლა" (Unending Battle). ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge; სამხედრო ელექტრონული ბიბლიოთეკა: geoarmylibrery.ucoz.net Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |