The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი კიკნაძე

ალექსი კიკნაძე
Date of birth:8 April, 1928
Date of death:21 December, 2000  (at 72 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამსენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპაციალობით 1953 წელს.

1953-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქშენსახპროექტში" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1964-1995წწ. თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად, საპროექტო განყოფილების მთავარ არქიტექტორად, ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად, დირექტორის მოადგილედ; ავტორია შემდეგი პროექტებისა: საბავშვო ბაგა-ბაღების ტიპური პროექტები 50, 135, 140 და 180 ადგილზე (რეალიზებულია საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რაიონებში); ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ზონალური ტიპური პროექტი 22 კლასისათვის, მე-4 სამმართველოს აგარაკი ქ. ქობულეთში; 4-სართულიანი ბლოკსექციები სომხეთში მიწისძვრით დაზარალებული რაიონებისათვის; მიკრორაიონი "ანი" 4500 მაცხოვრებელზე ქ. კალინინოში; 56-ბინიანი შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლები ქ. ქუთაისში; 4, 5, 6-ოთახიანი კოტეჯები ქ. სოჭის რეგიონისათვის; სასტუმრო 440 ადგილზე უცხოელი ტურისტისათვის ქ. თბილისში; კულტურის სახლი 800 ადგილზე ორენბურგში; შემოქმედებითი სახლი გელენჯიკში რუსეთის მხატვართა კავშირისათვის, სასტუმრო "ინტურისტი" 500 ადგილზე ქ. სოხუმში; ავტორია ნაშრომებისა: "სასტუმროების მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტის ოპტიმიზაცია" და "პროგნოზი და არქიტექტურული დაგეგმარება"; მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.302; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.118

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1960-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: