შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლღა ქურდევანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1935 წელს. 1935-1995წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე. მისი მეცნიერული ძიების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოში არსებული სილიკატური ნედლეულის გამოვლენა და მათი თვისებების შესწავლა. მის მიერ გამოკვლეულია 50-მდე წითელი აგურის საბადო, ცეცხლგამძლე სააგურე თიხები, სატარე მინის წარმოების ადგილობრივი ნედლეული, კირქვები ცემენტის წარმოებისთვის, თიხები და დანამატები. ამ სამუშაოთა შედეგები გამოყენებული იყო სხვადასახვა წარმოებაში ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფისა და განახლების მიზნით. თავისი პედაგოგიური და მეცნიერული გამოცდილება მან განაზოგადა სილიკატური ტექნოლოგიის ქართულენოვან სახელმძღვანელოებში და ამით გარკვეული აკადემიური საფუძველი შეუქმნა მჭიდა მასალების სპეციალისტთა აღზრდის საქმეს ჩვენს ქვეყანაში. გარდა მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობისა ო. ქურდოვანიძე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა - იყო მთელი რიგი სამეცნიერო საბჭოს წევრი და 1967-1969წწ. არჩეული იყო საქალაქო საბჭოს წევრად. ის დაჯილდოებული იყო მთავრობის ექვსი მედლით და მრავალი წოდებით. 1990 წელს აირჩიეს ქ. სიეტლის(აშშ) საპატიო მოქალაქედ. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1946). სადისერტაციო თემა - "ქვარცისა და ქალცედონის ინვერსიის კინეტიკა მაღალ ტემპერატურაზე". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 170-171 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |