The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კიკნაძე

ზურაბ კიკნაძე
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს.

მუშაობა დაიწყო საკავშირო დაქვემდებარების N34 "ხიდმშენ" რაზმში ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, შემდგომ სამშენებლო ობიექტებზე ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1982-1983წწ. მონაწილეობდა "მარაბდა-ახალქალაქის" რკინიგზის ხაზის მშენებლობაში; 1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაში ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო კომბინატში უბნის უფროსად; 1989-1993წწ. იყო საწარმოო გაერთიანება "ავტოხიდის" მთავარი ინჟინერი; 1999-2000წწ. საწარმოო გაერთიანება "აჭარავტოგაზის" ხიდების სამშენებლო-სარემონტო უბნის უფროსი; 2000 წლიდან შპს "ზიმოს" გენერალური დირექტორია; მისი მონაწილეობით განხორციელდა სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მდ. არაგვზე, წიწამურის ხევზე ქ. მცხეთასთან, "თბილისი-ნატახტარის" საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მდ. ჭოროხზე "კახაბერი-სარფის" საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მდ. ლიახვზე, მდ. სვირის ხევზე "გორი-ცხინვალი-გუფთის" საავტომობილო გზის მონაკვეთზე; მონაწილეობდა მთიან აჭარაში და სვანეთის რეგიონში სტიქიით დაზიანებული ხიდების აღდგენით სამუშაოებში; მისი ხელმძღვანელობით აღდგენილია ათეულობით სახიდე გადასასვლელები მდ. სარფისწყალზე, მდ. ხიხაძირზე, მდ. ხევისწყალზე, მდ. მულხურაზე და სხვა; ხელმძღვანელობდა სახიდე გადასასვლელების მშენებლობას მდ. ენგურზე სოფ. ლიასთან (წალენჯიხის რაიონი), მდ. არაგვზე სოფ. ჭოპორტასთან (დუშეთის რაიონი); დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.304-305; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.90

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეგზევეთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

გააზიარე: