The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი ქურდევანიძე

მერი ქურდევანიძე
დაბადების თარიღი:1924  (101 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1946 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1950 წელს.

1950-1958წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1958-1965წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში ჯერ ტექნიკურ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, ხოლო 1963 წლიდან ახლადჩამოყალიბებული ქიმიისა და ქიმური ტექნოლოგიის განყოფილების სწავლული მდივანია. 1965-1983წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის უძღვებოდა შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის კურსებს. 1983-1997წწ. მ. ქურდევანიძე კვლევით მუშაობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. მისი კვლევის სფერო მოიცავდა საქართველოში ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განვითარების ისტორიას. დაჯილდოებული იყო შვიდი სახელმწიფო მედლით, არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, მინიჭებული ჰქონდა არაერთი საპატიო წოდება. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965).

სადისერტაციო თემა - "ადგილობრივი სერპენტინიტების კომპლექსური გამოყენების შესაძლებლობების კვლევა".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- 172-174


გააზიარე: