შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნელი ქუჩულორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს. 1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგია-პალეონტოლოგიის კათედრაზე. კითხულობდა ლექციებს ზოგად გეოლოგიაში, პალეონტოლოგიაში, ისტორიულ და რეგიონალურ გეოლოგიაში, ატარებდა პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს. ის წლების მანძილზე იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, ინსტიტუტის ქალთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, გეოლოგია-პალეონტოლოგიის კათედრის გამგის მოადგილე, პროფესორი. მისი დამსახურება და ღვაწლი ქვეყნის წინაშე მრავალი მედლითა და მადლობით დაფასდა. ჰიდროლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1959, ლენინგრადი). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.174-175; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.94 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |