Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი ქუჩულორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს. 1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგია-პალეონტოლოგიის კათედრაზე. კითხულობდა ლექციებს ზოგად გეოლოგიაში, პალეონტოლოგიაში, ისტორიულ და რეგიონალურ გეოლოგიაში, ატარებდა პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს. ის წლების მანძილზე იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, ინსტიტუტის ქალთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, გეოლოგია-პალეონტოლოგიის კათედრის გამგის მოადგილე, პროფესორი. მისი დამსახურება და ღვაწლი ქვეყნის წინაშე მრავალი მედლითა და მადლობით დაფასდა. ჰიდროლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1959, ლენინგრადი). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.174-175; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.94 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |