შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა ყაზანის კომუნალურ-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1941 წელს, ხოლო 1943 წელს ლენინგრადის სამხედრო-საინჟინრო აკადემია. 1943-1947წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში II მსოფლიო ომის ფრონტებზე ინჟინერ-კაპიტნის წოდებით; შრომითი საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტმა; 1940 წელს ვორონეჟის ოლქში დამოუკიდებლად ააშენა სკოლა 210 მოსწავლეზე; 1947-1981წწ. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველის მოადგილედ, N13 ტრესტის მმართველად, მინისტრის მოადგილედ; 1981-1986წწ. იყო საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; რეგიონული გაერთიანება "საქაგრომრეწვში" კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; დიდი დამსახურება მიუძღვის ახალი ტექნოლოგიების, ტექნიკის მიღწევების, ახალი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მასალების წარმოებაში დანერგვის საქმეში; მან პირველად გამოიყენა საქართველოში სამშენებლო პრაქტიკაში ე.წ. "საბურღ-სატენი" ხიმინჯები (იზოტოპების ქარხნის მშენებლობაში); უშუალოდ მშენებლობასთან მოწყობილ პოლიგონებზე დამზადებული რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციები მრავალსართულიანი სამრეწველო ნაგებობებისთვის; თბილისის ზონალურ ს/კ და საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპთან" ერთად წარმატებით დანერგა უნიფიცირებული კარკასული ანაკრები რკინაბეტონის სეისმომედეგი ნაკეთობები მაღლივი შენობებისათვის (სერია "იის-04") საქართველოს მასშტაბით; სამამულო ომის წლებში ჩართული იყო სამხედრო-ოპერატიული აეროდრომების მშენებლობაში; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.306-307; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.229 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |