The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა კიკნაძე

მამუკა კიკნაძე
Date of birth:1965  (60 years)
Category:Architect

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1988 წელს.

1990 წლიდან მუშაობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ძეგლთა პასპორტიზაციის განყოფილებაში; 1996 წლიდან აპროექტებს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლების სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებს; მისი პროექტებითაა აგებული თბილისის ნაძალადევის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია და სამრეკლო პირველი სამშობიარო სახლის ეზოში, ხარების ეკლესიის სამრეკლო ნუცუბიძის პლატოზე და წმ. ნინოს ეკლესიის სამრეკლო უ. ჩხეიძის ქუჩაზე, ამბროლაურის რაიონის სოფ. ქვედა შავრას მაცხოვრის, დუშეთის რაიონის სოფ. ბაზალეთის ღვთისმშობლის შობის, ზესტაფონის რაიონის სოფ. ქვედა საზანოსა და ბევრეთის წმ. თეკლას მონასტრის ტაძრები. მამათა და ნაძალადევის ტაძრის კენკელი, სოფ. ავლევის ღვთისმშობლის ეკლესიის სამრეკლო, ღვთისმშობლის ეკლესიის გარეჯის მრავალმთის ნათლისმცემლის მონასტრისა და საჩხერის რაიონის სოფ. ჩიხის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები; ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძარი, თბილისში ნაქულბაქევის მონასტრის ტერიტორიაზე წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახ. ტაძარი, თბილისში ვაშვლიჯვრის დასახლებაში მაცხოვრის ნათლისღების სახ. სატაძრო კომპლექსი, თბილისში ძველი თბილისის რ-ნში დიმიტრი ყიფიანის სახ. ბაზილიკა და სხვა. არის გარეჯის მრავალმთის კვლევის ცენტრის რესტავრატორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.307


Share: