The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ იაშვილი

ვლადიმერ იაშვილი
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1764
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1815  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი კოზელი, კალუგის გუბერნია
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1784 წელს ჩაირიცხა კადეტთა კორპუსში, 1786 წლიდან ბომბარდირთა პოლკში მსახურობდა, შემდეგ კი ლეიბ-გვარდიის საარტილერიო ბატალიონში; 1787-1791წწ. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში, კერძოდ, იზმაილის აღებაში; 1792-1794 წლებში იბრძოდა პოლონელი კონფედერატების და აჯანყებულთა წინააღმდეგ. მსახურობდა საარტილერიო ჯარებში და ცხენოსანთა ათასეულში; მონაწილეობდა იმპერატორ პავლე I-ის მკვლელობაში; იმპერატორ ალექსანდრე I-ის განკარგულებით, 1803 წლის დასაწყისში, გადაასახლეს თავის მამულში (სოფ. მურომცევო, კალუგის გუბერნია). მას აეკრძალა ორივე დედაქალაქში გამოჩენა. ცნობილია მისი წერილი იმპერატორ ალექსანდრესადმი, სადაც ის თავის და შეთქმულთა ქმედების მოტივთა ახსნას ცდილობს. 1812 წელს სამამულო ომის დაწყებისთანავე საკუთარი თხოვნით და მ. კუტუზოვის ნებართვით ჩაება ფრანგების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ იმპერატორ ალექსანდრე I-მა კვლავ თავის მამულში დააბრუნა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: ოქროს ხმალი - სიმამაცისთვის, ოქროს ჯვარი - პრაღის აღებისთვის, ოქროს ჯვარი - იზმაილის აღებისთვის. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, რუსეთ-თურქეთის ომის გმირი. ლევან იაშვილის უფროსი ძმა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.64; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: