The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ზურაბიშვილი

ლევან ზურაბიშვილი
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 1975  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, პარიზი (საფრანგეთი)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა სენტ-ბარბის კოლეჯი და სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტი.

1921 წლიდან ოჯახთან ერთად ემიგრაციაშია.  იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წევრი, შემდეგ "თავისუფალ ქართველთა კავშირი"-ს დამფუძნებელი; 1928 წელს აირჩიეს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარედ; 1928-1929წწ. ილამაზ დადეშქელიანთან და იოსებ კემულარიასთან ერთად დააარსა წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლო პარიზში; იყო ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის მდივანი, "ქართველ ახალგაზრდათა წრის" ხელმძღვანელი; ელისე პატარიძესთან ერთად დაარსა "ქართული ეროვნული ცენტრი"; 1947 წლიდან "თავისუფალ ქართველთა კავშირის” თავმჯდომარე; 14 წლის განმავლობაში (1961-1975წწ.) იყო პარიზის ქართული სათვისტომოს (ქართულ ასოციაციის) მერვე თავმჯდომარე; მან ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან ერთად გადამწყვეტი და მთავარი ადგილი დაიკავა 1973 წელს პარიზის წმინდა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში. ცოტა ხნით იყო კორსიკაზე (ხრუშჩოვმა, საფრანგეთში ვიზიტის წინ, მოითხოვა, ყველა ემიგრანტი, რომელიც КГБ -ს შედგენილ სიაში იყო, კორსიკაზე გადაესახლებინათ. საფრანგეთის მთავრობა უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა. შავ სიაში ლევან ზურაბიშვილიც მოხვდა). ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე.

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


გააზიარე: