The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაქარ ბაგრატიონი

ბაქარ ბაგრატიონი
Other name:შაჰნავაზ III
Date of birth:7 April, 1700
Date of death:1 February, 1750  (at 49 years)
Burial location:დონის მონასტერი, მოსკოვი
Category:Royalty, Military Person

Biography

1716-1719 წლებში მამის, ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნის დროს, როგორც მისი უფროსი ძე, მართავდა ქართლს შაჰნავაზის სახელით; 1724 წელს მამასთან და სხვა ქართველებთან ერთად 1200 კაციანი ამალით რუსეთში გადასახლდა; 1724 წელს მიიღო მამულად სოფელი ლისკოვო შემოგარენით, რომელიც შემდგომში გრუზინსკების სამკვიდრო იყო. 1737 წელს, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, ქართველთა დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიის სამსახურში შედის. 1740 წელს ბაქარი პეტერბურგიდან მოსკოვში გადმოვიდა და ვსეხსვიატსკოეში აღადგინა არჩილ II-ის დაარსებული სტამბა, რომელშიც 1743 წელს დაიბეჭდა ბიბლია (ე.წ. "ბაქარის ბიბლია"); 1749 წელს რუსეთის მთავრობამ სტამბა დახურა. ბაქარ ბატონიშვილი 1729 წლიდან რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-ლეიტენანტია; 1740-იანი წლების დასაწყისში, ბაქარი ყაბარდოში იმყოფება და თვალყურს ადევნებს ქართლ-კახეთის გაერთიანების პროცესს, თუმცა არ ჩაერევა და რუსეთში ბრუნდება. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებსაც. ვახტანგ VI-ის უფროსი ძე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, გრუზინსკების (Грузинский) გვარის ფუძემდებელი. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ., 1977.-გვ.235; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


Share: