Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალი ბეი ალ-ქაბირი![]()
Biographyიბრაჰიმ ქათხუდამ, ქართული წარმოშობის მამლუქმა, გზა გაუხსნა ქართული წარმომავლობის მამლუქებს ეგვიპტის მმართველ ელიტაში. ის 1754 წელს გარდაიცვალა და მის შემდეგ ეგვიპტეს განაგებდნენ კადზაღლის სახლის მამლუქები ან ამ მამლუქთა მამლუქები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალი ბეი ალ-ქაბირია. 13 წლისა მოიტაცეს და იბრაჰიმ ბეგს მიჰყიდეს; 28 წლისა უკვე თავისუფალია და ბეგის ტიტული აქვს; 1763 წელს "შეიხ ალ ბალადის" – ეგვიპტის პირველი მხედართმთავრის ტიტულს ატარებს, ხოლო 1766 წლიდან კაიროს მმართველია. დაამარცხა მომთაბარე ბედუინები, გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე, შემოიერთა ხიჯაზი, დაიწყო რეგულარული არმიის შექმნა, გაატარა რეფორმები სამართალწარმოებასა და საფინანსო სფეროებში. ალი ბეის მოღვაწეობის მთავარ მიზნად ოსმალეთის იმპერიისაგან ეგვიპტის განთავისუფლება ჰქონდა. 1768 წლის სექტემბერში გაანადგურა ეგვიპტეში მყოფი ოსმალური ნაწილები და ოსმალეთისათვის ხარკის გადახდა შეწყვიტა. ისარგებლა რუსეთ-თურქეთის ომით (1768-1774) და 1771 წელს რუსეთის ფლოტის ადმირალთან, ა.გ. ორლოვთან სამხედრო კავშირი გააბა. 1770 წლის ივლისში ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სულთანის ტიტული მიიღო და საომარი მოქმედებები დაიწყო პორტას წინააღმდეგ; აიღო დამასკო და დაიკავა სირია; 1773 წელს ოსმალეთმა მოახერხა ეგვიპტელ ბეგთა ნაწილის გადაბირება და ნილოსის დელტის აღმოსავლეთ ნაწილში, სალაჰიაში, აჯანყებულმა მამლუქებმა ალი ბეი დაამარცხეს, თავად ალ-ქაბირი დაიჭრა და ჭრილობებისაგან გარდაიცვალა 22 აპრილს, ქაიროში. ეგვიპტის მამლუქი მმართველი 1757 წლიდან, ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი, სახელად იოსები. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |