The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კლაუს კილაძე

კლაუს კილაძე
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს.

1958 წლამდე მუშაობდა ყაზახეთში, რკინიგზის "მოინტი-ჩუსა" და "კარტალი-აკმოლინსკის" მონაკვეთების მშენებლობაზე სამშენებლო ორგანიზაციის მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1958 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "თბილმეტრომშენში". გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური, ცვლის უფროსიდან დირექტორის მოადგილემდე; 1976-1991წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე; მონაწილეობდა მსოფლიოში უმძიმესი (1100 ტონა) მაგნიტის მქონე კოსმიური სხივების ლაბორატორიის (ბორჯომის რაიონი, ცხრაწყაროს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2400 მ), თბილისში პირველი მიწისქვეშა გადასასვლელების (თავისუფლების მოედანზე და მერაბ კოსტავას ქუჩაზე), თბილისის მეტროსადგურების ("ვაგზლის მოედანი" და "ნაძალადევი"), მეტროპოლიტენის ორივე რიგის, სანატორიუმ "ბორჯომ-ლიკანის" კორპუსების, მტკვრის სანაპიროს საყრდენი კედლის, ორთაჭალის ხიდი-აკვედუკის მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.309; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.90; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 38

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: