The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნარგიზ შალამბერიძე

ნარგიზ შალამბერიძე
დაბადების თარიღი:1949  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალი არაორგანულ ნივთიერებათა და ქიმიური სასუქების წარმოების ტექნოლოგის სპეციალობით 1972 წელს.

მუშაობდა ქუთაისის ლითოფონის ქარხანაში ქიმიკოსად (1972-1979), შრომისა და ხელფასების განყოფილებაში ინჟინრად (1981-1983), ინჟინერ-ტექნოლოგად (1983-1985), საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებაში რაციონალიზაციის ინჟინრად (1985-1998). პარალელურად, ის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა - იყო ახალგაზრდა სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, საქალაქო ორგანიზაციის გამგეობის წევრი, არჩეული იყო ქარხნის პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, სახალხო კონტროლის სათაო ჯგუფის წევრად, მეთოდ კაბინეტის გამგედ, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს XX მოწვევის დეპუტატად. 

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 182-183

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - შრომის ვეტერანი

გააზიარე: