Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური კირკიტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი. 1966-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამსენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-1973წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1973-1974წწ. იყო ქ. თბილისის ვაჭრობის სამმართველოს უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1976-1987წწ. ტრესტ "ინჟმშენის" მმართველი; 1987-1992წწ. ტრესტ "საქგაზმშენის" მმართველის მოადგილე; მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს სამეურნეო სამმართველოს სამშენებლო-სამრეწველო გაერთიანების გენერალურ დირექტორად; მონაწილეობდა უნივერმაღ "თბილისის", ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის, თვალის რესპუბლიკური კლინიკის, საცურაო აუზ "ლაგუნა ვერეს" (მიენიჭა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობასა თუ რეკონსტრუქციაში; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.310 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |