შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან კირტავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. 1948-1949წწ. მუშაობდა უკრაინაში ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს N2 ტრესტ "უკრუგოლშახტასტროის" სამუშაოთა მწარმოებლად; 1949-1953წწ. სამშენებლო ტრესტ "ტყიბულშახტმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად; 1953-1961წწ. სამშენებლო სამმართველო "გელათშახტმშენში" ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1961-1968წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N9 სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1968 წელს დაინიშნა N4 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, 1974 წელს - მმართველად; 1977 წელს სათავეში ჩაუდგა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს; ხელმძღვანელობდა იმერეთში წისქვილკომბინატების, რკინიგზის ქარხნის, სახლმშენებელი კომბინატის და სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო თუ საბინაო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობას; დაჯილდოებულია სახელმწიფო საიუბილეო მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.310 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |