The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საშა ობოლაძე

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ობოლაძე
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 1923  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი.

განათლება მიიღო ოზურგეთში. მისი ბიძა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში ასწავლიდა. 1900 წელს ჩავიდა თბილისში სწავლის გასაგრძელებლად; 1901 წელს დაიწყო მუშაობა ასოთამწყობად. ასე მოხვდა რევოლუციურად განწყობილ ხალხში, მესტამბეთა წრეში. აქ გაიცნო და დაუკავშირდა გურულ რევოლუციონრებს: გაბრიელ და ვასო ურუშაძეებს და 1903 წლიდან ვანო ბოლქვაძეს. მოქმედებდა გურიაში, სადაც მისი თანამებრძოლები იყვნენ დათიკო შევარდნაძე, კიკია მამულაიშვილი, სამსონ მდინარაძე, თეოფილე მუხაშავრია. 1904 წლიდან ბაქოშია, სადაც 1905 წლის სექტემბერში გაასამართლეს მიხეილ ბრეგვაძესთან ერთად. იმავე წელს მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში; 1905-1906წწ. მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო ბანკის გაძარცვაში; 1906 წელს სათავეში ჩაუდგა სამეხდრო-ტერორისტულ ორგანიზაციას; 1923 წელს გურიაში სოფელ კვაჭალათში ტერაქტის შედეგად მოკლეს. ქართველი რევოლუციონერი, და ტერორისტი, ბოლშევიკი.

წყარო: wikiwand.com



გააზიარე: