The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ოდიშელიძე

ილია ოდიშელიძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1865
გარდაცვ. თარიღი:1925  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

 დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და სწავლა მოსკოვში ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელში განაგრძო.

1888 წელს პოდპორუჩიკის წოდებით 39-ე საარტილერიო ბრიგადაში გაიგზავნა. 1891 წლიდან პორუჩიკი; 1891-1894წწ. გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემიაში სწავლობდა; 1894  წლიდან შტაბს-კაპიტნი; 1895 წელს კავკასიის კაზაკთა მე-2 დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი; 1896 წლიდან კაპიტანი; კავკასიის მსროლელთა მე-2 ბატალიონის ასმეთაური; 1897 წლიდან უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსი; 1900 წლიდან უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის უფროსი; 1902  წლიდან აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-6 ბრიგადის შტაბ-ოფიცრი; 1904 წლიდან აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი; რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე; 1904 წლიდან აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-3 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი; 1906 წელს აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 პოლკის უფროსი; 1907 წელს აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-11 პოლკის მეთაური; 1909 წელს თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლის დავალებათა გენერლის მოვალეობის შემსრულებლი; 1910 წლიდან გენერალ-მაიორი; 1911 წლიდან სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორი; 1914 წელს თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი; 1914 წლიდან გენერალ-ლეიტენანტი; პირველი მსოფლიო ომის დროს (1914) ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის მე-10 არმიის შტაბის უფროსი; 1917 წელს 1-ლი არმიის შტაბის უფროსი; იმავე წელს მე-15 საარმიო კორპუსის მეთაური; 1917 წელს მე-3 არმიის სარდალი; იმავე წელს კავკასიის არმიის სარდლად ინიშნება და საქართველოში ბრუნდება. 1918 წლიდან ქართულ არმიაშია. სხვადასხვა დროს იყო: სამხედრო მინისტრის მოადგილე, სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, სამხედრო კომისიის თავმჯდომარე, პარიზის კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი. 1919 წელს ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, სადაც დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები. 1921 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. გადაყენებულ იქნა ომის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის გამო. დაინიშნა მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად. ერთადერთი ვინც შეეწინააღმდეგა თბილისის დატოვებას. 1921 წლიდან წავიდა ემიგრაციაში, სტამბულში (თურქეთი)  ყოფნის დროს მან ვრცელი მოხსენება წაიკითხა 1921 წლის ომის შესახებ. გარდაიცვალა იქვე. პოდპოლკოვნიკი (1900), პოლკოვნიკი (1904), გენერალ-ლეიტენანტი (1914), ინფანტერიის გენერალი.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.82

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამხედრო საბჭო, წევრი (1920-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1914 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1912 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1907 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1905 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • 1902 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: