შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა კიტოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს; 1957 წელს ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 1948-1953წწ. მუშაობდა რესპუბლიკის სხვადასხვა მშენებარე ობიექტებზე უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1956-1960წწ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის გვირაბების კათედრაზე - მასწავლებლად, დოცენტად; 1960-1963წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრსტში მთავარი ინჟინერი, მმართველი; 1966 წლიდან დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოფლად სოციალური სფეროს ობიექტების მშენებლობასა და საინჟინრო კადრების მომზადებაში. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.312 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |