The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ კლდიაშვილი

რევაზ კლდიაშვილი
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 1989  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდრონაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1945 წელს.

1945-1952წწ. მუშაობდა ტრესტ "ხრამჰესმშენის" ინჟინრად; 1952-1956წწ. - "გუმათჰესის" მშენებლობის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1956-1961წწ. "ლაჯანურჰესის" მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1961-1963წწ. მშენებარე ენგურის ჰესების კასკადის მშენებლობის დირექტორად; 1963-1976წწ. იყო საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "საქკომუნრემმშენის" მთავარი ინჟინერი და  შემდგომ მმართველი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1976 წლიდან მშენებარე ობიექტების გაერთიანებული დირექციის დირექტორი; დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.312

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: