Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან კლიმიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1970 წელს; 1973-1977წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ქ. მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში წყალმომარაგების კათედრაზე. 1977-2000წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრაზე მეცნიერ თანამშრომლად, ასისტენტად, დოცენტისა და პროფესორის თანამდებობაზე; 2000-2009წწ. იყო ამავე კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ, ვიცე-რექტორად; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო პროექტებში, როგორებიცაა: "უნივერსიტეტის წვლილი ბოლონიის პროცესში", "სენსერის" პროექტი, "სამაგისტრო პროგრამების დამუშავება", "განათლება-ეკონომიკა"; წლების განმავლობაში ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს, ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის, წყლის რესურსების დაცვის და რაციონალური გამოყენების სამთავრობო-საკონსულტაციო საბჭოს უფროსის და სხვა; ასევე არის გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამაში (4 NDP S.S Agreement N 2005/148) კომიტეტის წევრი, სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და სხვა; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის: 11 მონოგრაფია, 7 სახელმძღვანელო; მიღებული აქვს 9 საერთაშორისო მოწმობა და პატენტი; დაჯილდოებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და აშშ-ის ჯილდოებით მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებისათვის. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. სადისერტაციო თემა - "წყალმომარაგების სისტემების საიმედოობის ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.313; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 89-90 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |