შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ სურგულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის მაზრა. მიიღო საშინაო განათლება. მუშაობდა ბათუმში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. მონაწილეობდა ბათუმში გამართულ მუშათა ორგანიზებულ გაფიცვებსა და დემონსტაციებში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გურიაში. რევოლუციის დამარცხების და მეფის ხელისუფლების მიერ "შავი რეაქციის" დაწყების და რეპრესიების პერიოდში - 1906-1908 წლებში აგრძელებდა იატაკქვეშა საქმიანობას აჭარა-გურიაში. იყო ლიხაურის შეიარაღებული წითელი რაზმის მეთაური, გურიის საიდუმლო სამხედრო ორგანიზაციის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.370 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |