The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ სურგულაძე

სიმონ სურგულაძე
Date of birth:1885
Date of death:23 January, 1920  (at 35 years)
Burial location:სოფელი ლიხაური, ოზურგეთის მაზრა
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის მაზრა.

მიიღო საშინაო განათლება. მუშაობდა ბათუმში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. მონაწილეობდა ბათუმში გამართულ მუშათა ორგანიზებულ გაფიცვებსა და დემონსტაციებში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გურიაში. რევოლუციის დამარცხების და მეფის ხელისუფლების მიერ "შავი რეაქციის" დაწყების და რეპრესიების პერიოდში - 1906-1908 წლებში აგრძელებდა იატაკქვეშა საქმიანობას აჭარა-გურიაში. იყო ლიხაურის შეიარაღებული წითელი რაზმის მეთაური, გურიის საიდუმლო სამხედრო ორგანიზაციის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.370

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • გურიის საიდუმლო სამხედრო ორგანიზაცია, წევრი
  • ლიხაურის შეიარაღებული წითელი რაზმი, მეთაური

Share: