შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ოთხმეზური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია, ოზურგეთის მაზრა. განათლება შინ მიიღო. ტფილისის იუნკერთა სასწავლებელში ჩააბარა გამოცდა მეორე თანრიგის მოხალისეს წოდებით 1892 წელს; ამავე წლიდან მსახურობდა ქართულ გრენადერთა პოლკში მეორე თანრიგის მოხალისეს წოდებით; 1894 წელს დაამთავრა პოლკის სასწავლო კურსები; 1894 წლიდან უნტერ-ოფიცერი; არაერთხელ (1894, 1895, 1896) იქნა სასწავლებლად გაგზავნილი ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში, მაგრამ ყოველთვის აბრუნებდნენ ურჩი ხასიათის გამო; ჩააბარა გამოცდა ოფიცერის წოდების მისაღებად ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში 1897 წელს; მიენიჭა პოდპრაპორშიკის წოდება და დაინიშნა გრენადერთა მე-14 ქართულ პოლკში; 1900 წლიდან პოდპორუჩიკი; 1908-1910წწ. იმავე პოლკის შტაბს-კაპიტანი; 1914 წლიდან კაპიტანი; პირველი მსოფლიო ომის მონაწილე; 1915 წლიდან პოდპოლკოვნიკი; 1916 წლიდან პოლკოვნიკი, თავისი პოლკის მე-3 ბატალიონის მეთაური; დაიღუპა ბრძოლის ველზე. წყარო: რუსეთის იმპერატორის არმიის ოფიცრების (РИА) ვებ-გვერდი: ria1914.info; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |