შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიაXVIII საუკუნის II ნახევრისა და XIX საუკუნის I ნახევრის ქართველი მწიგნობარი, კალიგრაფი, სამეფო კართან დაახლოებული, იოანე ბატონიშვილის მდივანი. 1801 წელს პეტერბურგში გაჰყვა იოანე, ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილებს. დაწერა ისტორიულ-ლიტერატურული თხზულება "მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურგამდე", რომელშიც აღწერილია ეს რთული მარშრუტი, აგრეთვე რუსეთის დაბა-სოფლებისა და ქალაქების ყოფა-ცხოვრება, ნაგებობები, ადათ-წესები. თხზულება სანდო ცნობებს შეიცავს მოსკოვისა და პეტერბურგის შესახებ. იგი ცნობილია აგრეთვე როგორც კალიგრაფი, გადაუწერია მრავალი ძველი ხელნაწერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.533
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |