The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ონიკაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:დიდგვაროვანი, კალიგრაფი

ბიოგრაფია

XVIII საუკუნის II ნახევრისა და XIX საუკუნის I ნახევრის ქართველი მწიგნობარი, კალიგრაფი, სამეფო კართან დაახლოებული, იოანე ბატონიშვილის მდივანი. 1801 წელს პეტერბურგში გაჰყვა იოანე, ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილებს. დაწერა ისტორიულ-ლიტერატურული თხზულება "მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურგამდე", რომელშიც აღწერილია ეს რთული მარშრუტი, აგრეთვე რუსეთის დაბა-სოფლებისა და ქალაქების ყოფა-ცხოვრება, ნაგებობები, ადათ-წესები. თხზულება სანდო ცნობებს შეიცავს მოსკოვისა და პეტერბურგის შესახებ. იგი ცნობილია აგრეთვე როგორც კალიგრაფი, გადაუწერია მრავალი ძველი ხელნაწერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.533


გააზიარე: