The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კობახიძე

მიხეილ კობახიძე
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:1955  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1929 წელს.

1921-1929წწ. სწავლასთან ერთად ეწეოდა შრომით საქმიანობას ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში; 1930 წელს ხელმძღვანელობდა რკინიგზის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას ქ. თბილისში და იმავდროულად მიწვეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლექტორად; 1932-1949წწ. იყო საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დოცენტი; 1949 წლიდან დაინიშნა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის უფროსად (დირექტორი), არჩეულ იქნა პროფესორად; დიდია მისი დამსახურება საქართველოში საინჟინრო ტექნიკური კადრების აღზრდისა და მომზადების საქმეში; მისი ხელმძღვანელობით თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი გადაიქცა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ მოწინავე უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლად; პედაგოგიურ მოღვაწეობას უთავსებდა კონსტრუქციულად რთული სარკინიგზო ხიდებისა და სალიანდაგო ხაზების პროექტირება-აგებას ამიერკავკასიის რკინიგზაზე; 1941-1947წწ. მას, როგორც სატრანსპორტო გზებისა და ხიდების მაღალი კლასის სპეციალისტს დაეკისრა ჩრდილოეთ კავკასიაში და ყირიმში საინჟინრო ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა; მინიჭებული ჰქონდა III რანგის გენერალ-დირექტორის სამხედრო წოდება სარკინიგზო მშენებლობის დარგში; დაჯილდოებული იყო სამამულო ომის საბრძოლო ორდენებითა და მედლებით, ასევე საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაჯილდოვდა I ხარისხის ორდენით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.314


გააზიარე: