შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1939 წელს. 1939-1943წწ. მუშაობდა ქ. ბაქოში; 1943-1945წწ. ბელორუსიის სსრ ქ. გომელში სამხედრო სამსახურში იყო; 1945-1952წწ. მუშაობდა თბილისში ხის დამამუშავებელ კომბინატში საამქროს უფროსად; 1952 წელს დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N16 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 1954 წელს N12 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 1962 წელს გადაიყვანეს ქ. თბილისის საგზაო მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1968-1973წწ. მუშაობდა N31 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში" მოძრაობის უსაფრთხოების განყოფილების უფროსად; დაჯილდოებული იყო მთავრობის საპატიო სიგელებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.314-315 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |