Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაკობ კოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს კოლხეთის საექსპლუატაციო სამმართველოში ინჟინრად, უფროს ინჟინრად (ქ. ფოთი); 1957-1959წწ. სამშენებლო ტრსტ "კოლხეთმშენის" ხობის რაიონის სამშენებლო უბნის უფროსი იყო; 1959-1962წწ. მივლინებით გაგზავნილ იქნა ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მელიორაცია-ჰიდროტექნიკის ექსპერტ-სპეციალისტად; 1963-1967წწ. მუშაობდა აბაშის წყალთა მეურნეობის საექსპლუატაციო სამსახურის უფროსად; 1969-1971წწ. ტრესტ "კოლხეთმშენის" დასავლეთ საქართველოს წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობის მთავარი ინჟინერი იყო; 1971-1972წწ. ამავე ტრესტის საწარმოო ობიექტების მშენებლობის უფროსი; 1972 წელს დაინიშნა ქ. ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და კომუნალური მეურნეობის უფროსად; 1974 წელს გადაიყვანეს საქართველოს კპ აბაშის რაიკომის მეორე მდივნად; 1983-1985წწ. არჩეული იყო აბაშის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1985-1988წწ. კვლავ სამეურნეო სამუშაოზეა და მუშაობს სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველის მოადგილედ; 1988-1991წწ. იყო საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის ტრესტ "ფოთიგაზის" მმართველი; 1991-1993წწ. მუშაობდა ქ. ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის შრომისა და სოციალური საკითხების განყოფილების გამგედ, ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს უფროსად; 1993-1998წწ. იყო მერის მრჩეველი; 1962 წელს დაჯილდოებულია ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლითა და სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.315 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |