შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ კოვზირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1967 წელს. 1967-1968წწ. მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის საპროექტო ინსტიტუტ "კავჰიპროტრანსში" განყოფილების ინჟინრად; 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის უფროს ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1984-1986წწ. იყო ამავე ტრესტის მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი, უფროსი და ტრესტის მმართველი; 1986 წლიდან გადაიყვანეს რესპუბლიკურ გაერთიანება "საქაგრომშენში" თავმჯდომარის მოადგილედ; 1991 წლიდან სააქციო საზოგადოება ბიზნესცენტრ "სოფმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა; მონაწილეობდა ნორიოს, კოდის და გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკების, კრწანისსა და კინდღის (აფხაზეთში) უმსხვილესი სასათბურე მეურნეობის, ჯანდარისა და უდაბნოს მსხვილფეხა საქონლის კომპლექსების, საკონსერვო და ღვინის ქარხნების, საცხოვრებელი სახლებისა და კომპლექსური დასახლებების მშენებლობაში (როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის); აქტიურად იყო ჩართული ძველი თბილისის სარესტავრაციო სამუშაოებში, რესტორან "თბილისურის" და კულტურულ-სოციალური დანიშნულების რიგი ობიექტების მშენებლობაში; აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.315-316; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |