შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჩიჯავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კიროვის სახელობის პოლიტექნიკურ-ინდუსტრიული ინსტიტუტი 1937 წელს. 1937-1938წწ. მუშაობდა "საქშახტმშენში" პროექტის ინჟინრად. 1938-1953წწ. სამთო ფაკულტეტზე მეცნიერ-მუშაკის თანამდებობა ეკავა, ხოლო 1953 წლიდან ლექციების კურსს - "მიწისქვეშა საბადოთა დამუშავების ტექნოლოგია" კითხულობდა. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ის სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებსა და მეთოდურ მითითებებზე მუშაობდა. ნ. ჩიჯავაძე აქტიურად საქმიანობდა ინსტიტუტის ქალთა საბჭოში. მან კოლეგებთან ერთად დაარსა "საინტერესო შეხვედრათა კლუბი", რომლის დანიშნულებას სტუდენტების თვალსაწიერის გაფართოება წარმოადგენდა. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 192-193 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |