The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დოდო ჩხიკვაძე

დოდო ჩხიკვაძე
Legal name:ელმირა ჩხიკვაძე
Date of birth:1931  (94 years)
Category:Historian, Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1953 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1959 წელს.

1953-1956წწ. მუშაობდა შამპანური ღვინოების ქარხანაში გლიფტალის საამქროს უფროსად. 1956-1959წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ელექტროქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით. 1956-1968წწ. ის მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში. 1968 წელს მან პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიური ტექნოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა დოცენტად, ხოლო 1999 წლიდან ამავე კათედრის პროფესორია. 1970-1980წწ. დ. ჩხიკვაძე იყო ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე, სტუ-ს დიდი და სამეცნიერო საბჭოების სწავლული მდივანი (1980-1993).  ის მრავალგზის იყო რაიონული საბჭოების დეპუტატი, აღმასკომის წევრი. 1974 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სპი-ის ქალთა საბჭო, რომელიც შემდგომ ჩამოყალიბდა ქალთა ასოციაციად, რომელსაც უცვლელად ხელმძღვანელობდა. ის ახალგაზრდობაში სპორტით იყო გატაცებული და 1946-1947წწ. მოსკოვში გამართულ საკავშირო სპორტულ პარადებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს პეტრე მელიქიშვილის სახელობის მედალი და ვარშავის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდი მედალი. ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1966). სადისერტაციო თემა - "მანგანუმის ღარიბი მადნების ელექტროქიმიური გამდიდრება".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 195-197; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.112

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის

Bibliography


Share: