The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბელა ცისკარიძე

ბელა ცისკარიძე
Date of birth:1936  (88 years)
Category:Engineer, Mechanical Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო პროცესების მექანიზაციის ფაკულტეტი 1959 წელს და კ. ამირეჯიბის სახელობის საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1965 წელს.

1959-1962წწ. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდა ჯერ ინჟინერ-კონსტრუქტორად, შემდეგ უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1962-1965წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. 1966 წლიდან მუშაობდა  საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში, სადაც მან ეტაპობრივად გაიარა საქმიანი კარიერის აღმავალი საფეხური, ჯერ უმცროსი მეცნიერ-მუშაკი იყო, შემდეგ უფროსი მეცნიერ-მუშაკი, 1968-1972წწ. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზაციისა და კოორდინაციის განყოფილების გამგის მოადგილე, ხოლო 1972-1992წწ. ინსტიტუტის სწავლული მდივანის თანამდებობა ეკავა. 1968 წლიდან ის მუდმივად იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო სამუშაოების ორგანიზაციისა და კორდინაციის განყოფილების მუშაობაში. ინსტიტუტი ასრულებდა მართვის ფუნქციას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს ხაზით სამთო მიწათმოქმედების მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის საკითხებში და როგორც ამ მიმართულებით საბჭოთა კავშირში წარმოებული საქმეების კოორდინატორი ბ. ცისკარიძე მონაწილეობას იღებდა საკოორდინაციო შეხვედრებში უნგრეთში, ბულგარეთში, მოლდავეთში და სხვა ქვეყნებში. მას გამოქვეყნებული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი და 2 გამოგონების ავტორია. ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი(1966).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.197-199


Share: