შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინეზა წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1971 წელს, ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1987 წელს. 1988-2006წწ. ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრაზე ჯერ უფროს მასწავლებლად, ხოლო შემდეგ დოცენტად მუშაობდა. 1990 წელს მან ბულგარეთში, სოფიის ეკონომიკის ინსტიტუტში გაიარა სტაჟირება. 1993 წელს ის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების განყოფილების უფროსად დაინიშნა. 1996-2006წწ. არჩეული იყო ჰუმანიტარულ-ეკონომიკური და სამართლის ინსტიტუტის დირექტორად. 2004 წლიდან ი. წერეთელს საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის (CEED) დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. 2006 წლიდან კი ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორია. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და რამდენიმე სახელმძღვანელო. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 199-200 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |